ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

საქართველოში ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია – ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში მხოლოდ 4 124 აცრა ჩატარდა.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, ვირუსს კიდევ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირდა 867 პირი, გამოჯანმრთელდა 1877 პაციენტი.

მსგავსი თემები