საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 5.42%, ბოლო შვიდი დღის – 4.94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 618 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 591 668 გამოჯანმრთელდა, 9 068 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 292 პაციენტი.

მსგავსი თემები