ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო ბაღები მუშაობას განაახლებენ. როგორც ბაღების სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ბაგა-ბაღში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სწავლა 31 აგვისტოდან შეზღუდული იყო.

ამასთან, საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში ასევე დღეიდან განახლდა.

მსგავსი თემები