„გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2016- 2020 წლებში მეორე ტურები ოლქების თითქმის  ნახევარში, 50-51% -ში დაინიშნა, ახლა კი 30%-ში დაინიშნა, რაც რეალურად გაუმჯობესებული შედეგია.

“მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. მე დღეს ჩემს ბრიფინგზე ვთქვი, რომ ეს რეალურად გაუმჯობესებაა, თუ ჩვენ იგივე წინა არჩევნებს შევადარებთ, მაგალითად, 2016 წელს, 2020 წელს მეორე ტურები თითქმის 50-51% -ში, ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა, ახლა 30% -ში დაინიშნა, ანუ ერთ მესამედში დაინიშნა. მთავარი, ოპოზიციისთვის გამანადგურებელი არგუმენტი რაც მაქვს მე, ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ, მე ვახსენე წეღან, რომ ღალატი დაახლოებით 7- 8% დაგვიჯდა მეთქი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ ყოფილიყო აი ეს ღალატის ისტორია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლებოდა პირველივე ტურში ყველგან მოგვეგო“ – აცხადებს პრემიერი.

მსგავსი თემები