ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ბრალი წაუყენეს

გენერალურმა პროკურატურამ  ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ბრალი წაუყენა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბინის მეპატრონემ  იცოდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი იძებნებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ ბინაში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, სადაც აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი” – აცხადებენ უწყებაში.  

დაკავებულ  ე.ც.-ს  1-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

მსგავსი თემები