„წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ“ – ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

  •  

არჩევნების პირველად შედეგებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა. მისი შეფასებით, მეორე ტურებში, რომელიც გაიმართება, ყველგან, მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.  

ჟურნალისტის კითხვას, ნაადრევი იყო თუ არა გუშინდელი ზეიმი, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:

„მოდით, წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, პირველ რიგში და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, თქვენი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ამან სახე არ უნდა დაგაკარგინოთ. სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს თბილისში და სხვა მუნიციპალიტეტებში, 3 შემთხვევა არის, სადაც ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, თუმცა იქაც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები