„მიხეილ სააკაშვილი ჩაბარდა, თავად დაურეკა პოლიციას ნომრიდან 5XX 55 4141“ – ლაშა პატარაია

CASE-ის დირექტორი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს იმ ტელეფონის ნომერს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დაურეკა და საკუთარი ლოკაცია შეატყობინა.

„სატელეფონო ნომერი 5XX 55 4141, ეს იყო ნომერი რომლიდანაც დაირეკა სააკაშვილის მიერ და მანვე შეატყობინა მისი ლოკაცია სამართალდამცველებს. მათ მართლაც არ ჰქონდათ ინფორმცია მისი საქართველში ყოფის შესახებ. მისი თავდაპირველი დაკავება მოხდა არა თბილისში, არამედ რუსთავში, საიდანაც იქნა გადაყვანილი თბილისში, სანზონის ტერიტორიზე, სადაც ინახებოდა მისი პირადი ნივთები და იქ მოხდა მისი აყვანა.

ძალიან საყურადღებოა რომელი აიპი მისამართებიდან მოხდა გავრცელებული ვიდეომასალის ატვირთვა. მიხეილ სააკაშილი დიახ თავისი ინიციატივით დარეკა და სპეციალურად შეარჩია ეს სატელეფონო  ნომერი“ – აცხადებს ლაშა პატარაია.  

მსგავსი თემები