Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში კახა კალაძეს ხმას ამომრჩევლების 43%, ნიკა მელიას კი 39% აძლევს

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება.

კერძოდ, ორგანიზაციის გამოკითხვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“, კახა კალაძე – 43%,

„ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია – 39%,

პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია – 7%.

„ხალხისთვის“, ანა დოლიძე – 4%,

„ლელო“, ანა ბიბილაშვილი – 2%,

„პატრიოტთა ალიანსი“, გიორგი ლომია – 1%

“ჩვენი გაერთიანებული საქართველო”, რიჩარდ ოკბუნუჯუ -1%

კვლევა Edison Research-მა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა და ის 18:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს.

მსგავსი თემები