Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში ხმების 38,6 % მიიღო, თბილისის მერის არჩევნებში კი 40,8 %-ით ნიკა მელია ლიდერობს

Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში.

კერძოდ, ორგანიზაციის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 38, 6 %

„ნაციონალური მოძრაობა“ – 33 %

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 %

„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ – 4,8 %

„ლელო“ – 4 %

„ევროპული საქართველო“ – 1 %

რაც შეეხება თბილისში მერის არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური.

კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“, კახა კახალაძე – 40,2 %

„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია – 40,8 %

პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია – 8,7 %

შედეგები 17:00 საათის მონაცემებს ასახავს. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი თემები