გლდანში 45-ე საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს

მორიგი ინციდენტი გლდანში – 45-ე საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მათ დებოშის მოწყობაში ადანაშაულებს.

დამკვირვებლებიდან ერთი “ქართული ოცნების”, ორი კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.

“ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც დილიდან იყო მოსული, ჩასაფრებული და თავიდანვე მომართული, რომ შემოეტანა დესტაბილიზაცია, ერთ-ერთ რეგისტრატორს ჯერ სახაზავის გამო დაუწერა საჩივარი, მერე იმის გამო, რომ დროულად, 10 წუთის ვადაში ფორმა, სპეციალური შესავსები ვერ მივაწოდეთ. რამდენიმე საჩივარი დაწერა.

ყველა გავაძევეთ – “ქართული ოცნების” წარმომადგენელიც და ოპოზიციისაც,” – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები