თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშილი ქვეყანაში წესების დაცვით შემოვიდა

რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ მედიას მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გადასცა. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შემოსვლის წესები არ დაურღვევია და საზღვარი ყველა წესის დაცვით გადმოკვეთა.

„ეს კითხვა რადგან ჟურნალისტებს ჰქონდათ, ბუნებრივია, ვეცადე, რომ მისგან მომეპოვებინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ქვეყანაში შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ მიიჩნევს მიზანშეწონილად,“- განაცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები