“დღეს ქართველი ხალხის ჰიმნი უნდა გაიგოს მსოფლიომ და შედეგად ამ რეჟიმის დამთავრება უნდა მოჰყვეს” – შალვა ნათელაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი პოზიცია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემაც დააფიქსირა. შალვა ნათლაშვილის განცხადებით, დღევანდელ კენჭისყრას რეჟიმის დასრულება უნდა მოჰყვეს.

“ბრძნული ნათქვამი, ჟრუანტელის მომგვრელი – ქართველო ხელი ხმალს იკარ, დღეს არის აქტუალური. დღეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვეულებრივი კენჭისყრა ვინმეს უპირატესობაზე ან ნაკლოვანებებზე. დღეს ქართველი ხალხის ჰიმნი უნდა გაიგოს მხოფლიომ და შეგედად ამ რეჟიმის დამთავრება უნდა მოჰყვეს. შესაბამისად, უნდა ძალა, რომელიც ამ ქაოსს დაამთავრებს,”- აცხადებს საქართველოს “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათლაშვილი.

მსგავსი თემები