„მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე – რუსთავში“ – კახა კალაძე დაკავებულ პრეზიდენტზე

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დღეს საუკეთესო ადგილას იმყოფება. მისივე შეფასებით, დაკავების სპეცოპერაცია იდეალურად შესრულდა.

„საკმაოდ საინტერესო მოვლენებია. ეს იყო სპეცოპერაცია, შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან თუ როდის, როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის ოპერაცია. იდეალურად იყო შესრულებული. მადლობა შსს-ს და უშიშროების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. სპეცოპერაცია ჩატარდა მშვიდობიანად, წყნარად ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ყველა ადამიანს მიუჩინეს საკუთარი ადგილი. შესაძლოა, რაღაცები არც ვიცოდე და არც უნდა ვიცოდე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანდება რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები