“ხმა მივეცი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ვითომ “ქურდულს” აწვებიან, იმ ხალხის წინააღმდეგ, სასულიერო პირები რომ ჰქვიათ და ჯიპებში ვეღარ ეტევიან” – ზურაბ ჯაფარიძე

საკუთარი არჩევანი გააკეთა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. ხმის მიცემისს შემდეგ პარტიის ”გირჩი – მეტი თავისუფლება” თავმჯდომარემ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა  
მედიასთან კომენტარი.

“ხმა მივეცი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ვითომ რაღაც განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს, ვითომ “კაი ბიჭურს” და “ქურდულს” რომ აწვებიან და ახლა სუსის “შესტიორკებად” არიან გადაქცეული, ამ ხალხის წინააღმდეგ მივეცი ხმა.

კიდევ იმათ წინააღმდეგ მივეცი ხმა, ვითომ სასულიერო პირები რომ ჰქვიათ და კანში და ჯიპებში რომ ვეღარ ეტევიან.“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები