„ხმა მივეცი დეპოლარიზაციას“ – სალომე ზურაბიშვილი

  •  

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, როგორც მან ჟურნალისტებს განაცხადა, ამ არჩევნებით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.

„ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლაც შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტს. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ეს არის ის არჩევნები, ზოგადად, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა, დეპოლარიზაციას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები