ცესკოს განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიერ საარჩევნო წესების დარღვევა დააფიქსირდა. კერძოდ, საუბარია აგიტაციის წესის დარღვევაზე.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განმარტა, კახა კუჭავა უნაბზე სიმბოლიკიანი პირბადით გამოჩნდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, – განაცხადა იოსელიანმა ბრიფინგზე.

მსგავსი თემები