“სააკაშვილი ჯერ დევნილი იყო და ახლა პოლიტპატიმარია” – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება შეაფასა. ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ დევნილი იყო, ახლა კი პოლიტმარია. 

“ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი, შემაშფოთებელი, არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, იყო ის, რომ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ღარიბაშვილი გამოვიდა და ივანიშვილს მიულოცა ბიძინაობა და სააკაშვილის დაკავება. 

არ მეგულება ნორმალური ადამიანი, იმის მიუხედავად, როგორ უყურებს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, სააკაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს თუ მე, თუნდაც დაჭერის მომხრე იყო, მე არ ვარ დაჭერების მომხრე, თუმცა სააკაშვილის გუნდის წევრიც არ ვარ დიდი ხანია…

პოლიტიკური პატიმარია ყველა, როდესაც მთავრობა იმას კი არ ცდილობს, რომ მართლმსაჯულება განახორციელოს მასზე, ვისზეც მტკიცებულებები აქვს, არამედ ის უპირისპირდება, როცა მიაჩნია სამიზნედ და დაჭერა ქულებს აძლევს, მაშინ, როცა სასამართლო დამოუკიდებელი არ არის,”-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები