„აღნიშნული არის სიცრუე“ – ცესკო ბეჭდების დავიწყებაზე

ქუთაისში, საარჩევნო უბნებისთვის საარჩევნო ბეჭდების გადაცემის დავიწყებას ცესკოში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს არის სიცრუე.

„სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ასევე, ტყუილია ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მეცხრე საარჩევნო უბანი.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დღესაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას“ – განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი თემები