მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს

წუხელ, მიხეილ სააკაშვილს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. როგორც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა ნინო ლომჯარიამ მედიას განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას აცხადებს.

„მაინტერესებდა, როგორი იყო დაკავების გარემოებები, ხომ არ იყო არასათანადო მოპყრობა ან ძალის გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები. როგორც მიხეილ  სააკაშვილმა განაცხადა, იმყოფებოდა მარტო, დააკავა პოლიციამ. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავების დროს და შემდგომ ძალა გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართულებითაც განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“,- განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები