„სააკაშვილის დაკავების გამო ელჩი არავის დაუბარებია“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში

საქართველოს საგარეო უწყება ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში უკრაინულ მხარესთან მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს და ინფორმაციას გაცვლის.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, სააკაშვილის დაკავების გამო ელჩი არავის დაუბარებია.

„საელჩოს დიპლომატი შეხვედრას გამართავს და გაუცვლის ინფორმაციას უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რადგან, ის გახლავთ უკრაინის მოქალაქე“ – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავებით.  

მსგავსი თემები