„მიხეილ სააკაშვილი 4 დღეა საქართველოშია“ – ეკა ხერხეულიძე

რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და გუნდის წევრი ეკა ხერხეულიძეც მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი 4 დღეა საქართველოში იმყოფება.

„მე მქონდა მასთან კომუნიკაცია და ვიცოდი, რომ აქ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში. ის იყო ძალიან ახლოს სახელმწიფო კანცელარიასთან გუშინ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. დღეს მოახერხეს და დაიჭირეს, დღეს არ არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი არის თბილისში. უკვე მეოთხე დღეა, ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ამ ჩამოშლილ და ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია. ამიტომ, ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ სააკაშილი დღეს ციხეშია. ეს არის დროებითი ფაქტი და მან ამის შესახებ იცოდა და მიმართვაც გამზადებული ჰქონდა“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. ერთ-ერთ ბინაში დააკავეს.      

 

მსგავსი თემები