დაკავებული მიხეილ სააკაშვილის სანახავად სახალხო დამცველი მივიდა

რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებასთან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოვიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, დაინტერესდა მისი უფლებრივი მდგომარეობით, რასაც მისი მანდატი ითვალისწინებს.

„მოვედი, რომ ვნახო მისი უფლებრივი მდგომარეობა. დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობით დავინტერესდი. ალბათ, თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა. ჩემი მანდატიდან გამომდინარე,  შემიძლია ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ამ ინფორმაციას. როგორც წესი, დაკავებულები თავად საუბრობენ ჩვენთან რა მდგომარეობაში არიან და სჭირდებათ თუ არა ჩვენი დახმარება. მათ შორის სამედიცინო, პირველადი, როგორი იყო მოპყრობა დაკავების დროს და ასე შემდეგ. მე მასთან პოლიტიკური კითხვები არ მექნება. შაბათ-კვირას ადვოკატების შესვლა არ ხდება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მოხდება გამონაკლისი და ადვოკატს შეუშვებენ“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში გადაიყვანეს.    

მსგავსი თემები