“გარისკა და დასაცინი გახდა, ის მოხდა ციხეში უმალვე” – მამუკა მდინარაძე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დაკავებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და სამართალდამცავ უწყებებს წარმატებული სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა. 

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს. რომლებმაც აღკვეთეს უდიდესი პროვოკაცია. ეს პროვოკაცია იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტურისტის მიხიელ სააკაშვილის მხრიდან ეს იყო აღკვეთილი. 

ხვალ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მხარი დაუჭიროს იმ გუნდს ვისაც ორიენტირი აქვს განვითარებაზე, ფიქრობს და უყვარს თავისი სამშობლო. 

ეს იყო მაღალი კლასის უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია, რაიმე სხვაგვარი მესიჯები, რომ  გახმაურებულიყო დღის მანძილზე ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული. 

მათ უსწორესად და ძალიან კარგად გათვალეს ყველა დეტალი, არ გაწიეს მინიმალური რისკი, პოლიტიკური ლიდერები სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ არც უნდა იყვნენ ინფორმირებულები.

​ბოლოს ამ ყველაფრის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ციხეში იქ სადაც უნდა იყოს. 

დეტალები არ ვიცი, საიდან შემოვიდა, ღონისძიება როგორ დაიგეგმა და ა.შ ეს უახლოეს დღეებში ალბათ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. 

მე მოვისმინე, მიხეილ სააკაშვილის დამფრთხალი და შეშინებული ხმა, მას მართლა სჯეროდა და ამიტომ გარისკა. მან გარისკა ეს რისკი დაუჯდა ძვირად, სხვა შემთხვევაში ის საქართველოში შემოსვლას ვერ გაბედავდა. 

ბოლო მომენტში დატოვა ხმოვანი შეტყობინება სადაც ისმის მისი დამფრთხალი ხმა. მან ამ რისკით, დაამთავრა თავისი “მოღვაწეობა” როგორც პოლიტიკოსმა. რადგან გარისკა ის დასაცინი გახდა, ის მოხდა ციხეში უმალვე,”- მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები