მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტზე იმყოფება

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კი არა, უკრაინის ერთ-ერთი კურორტზე იმყოფება.  

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ „ტრუსკავეცში“. რა სიმბოლურია მისივე ენაზე „ტრუსკავეცში“ რომ იმყოფება. ღამით იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება, ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა, ამ მოქმედებით, ბინძური „ფეიკით“, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრდა „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება და ის არჩევნების დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

მსგავსი თემები