შსს-ში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ჩამოსვლასთან დაკავშირებით მედიის კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მას უკრაინა არ დაუტოვებია.

„გვქონდა კომუნიკაცია და ურთიერთობა უკრაინულ მხარესთან.  დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. ის არის ძებნილი, მის მიმართ დამდგარია განაჩენი და თუ იგი გადმოკვეთს სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები