„ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით“ – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ პრობლემა კი არ მთავრდება, პირიქით იწყება. მისი შეფასებით, წრიალი უკვე დაწყებულია.  

„ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშლილი და მორღვეულია, ამას დიდი ხანია ვამბობ. ისიც ფაქტია „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა არ აქვს. ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით… მოკლედ, 2 ოქტომბერს დასაცავია 41-ის წინააღმდეგ მიცემული ყველა ხმა! ამიტომ, პირადად მე, ვიდგები იქ, სადაც ქართველი ხალხი იქნება!

თან, არჩევნების შემდეგ  პრობლემები კი არ მთავრდება, პირიქით იწყება. ​მით უმეტეს, ბევრი შეკედლებული ყავს “ოცნებას” თბილ ადგილებზე და მათ უკვე დაიწყეს წრიალი. მაგრამ! ყველას ნამოქმედარი უნდა შეფასდეს, მე ამისი მომხრე ვარ. რადგან ეს ქვეყანა საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა და სწორედ პოლიტიკოსებისგან“- აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები