„რაც შეიძლება მეტი HA HA” – არჩილ თალაკვაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა. რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ყველა ჩვენი მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცედ გავიმარჯვებთ! ქართული ოცნება იგებს!“ – წერს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი თემები