“სააკაშვილმა საზღვარი თუ გადმოკვეთა, ქვეყნის პრობლემა იქნება, ხოლო თუ ვიდეოები ნამდვილი არ არის, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემაა” – ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება შესაბამისმა უწყებებმა ვერ მოახერხეს, ეს სერიოზული პორობლემაა.

ამასთან, სამნიძე აცხადებს, რომ ასევე სერიოზული პრობლემაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ნამდვილი არ არის.

„თუ სააკაშვილი მართლა საქართველოშია და ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება ვერ მოახერხეს და საერთოდ აზრზე არ არიან ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. იმის შემდეგ, რაც ათასობით ფაილი გაავრცელეს სპეცილურად სუსი-დან, ამის შემდეგ არაფეერი მიკვირს. თუ ეს ასე არ არის და ეს ვიდეოები არ არის ნამდვილი თუ ა.შ. ეს უკვე არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა სამნიძემ.

მსგავსი თემები