“ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა, სახეზე ცნობადობით მაინც” – გიორგი ვაშაძე

  •  

საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო – ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა, სახეზე ცნობადობით მაინც, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი საკითხი ახლა არის ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ყველანი მივიდეთ არჩევნებზე.

„ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა სააკაშვილი საქართველოში. რაც შეეხება მთავარ საკითხს, ახლა ეს არის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და არჩევნების გზით შევცვალოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს არის მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაცია იყოს ამ ქვეყანაში. არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ არეულობას და მშვიდად დავიწყებთ ხელისუფლების ცვლილების პროცესს. ვინ არ არის საქართველოში, ვინ როდის ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამას დრო გვიჩვენებს.

შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ან ვინმეს უნდა, რომ დააშინოს ხალხი დესტაბილიზაციით, მაგრამ მშვიდად წყნარად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ეს არის ჩვენი ამოცანა.

არ შეიძლება ვიმარჩიელოთ ასე იქნება თუ ისე იქნება, რამდენიმე საათში ალბათ, ყველაფერი გაირკვევა. საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო – ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა, სახეზე ცნობადობით მაინც“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.

„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას“, – აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი თემები