„2 – ში უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ ოპოზიციას და არა გახარიას და „ოცნებას“ – სააკაშვილი საქართველოშია

„ორში მივიდეთ ყველა და სამში შევიკრიბოთ და გავავსოთ რუსთაველი,“ – სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და როგორც თავად ამბობს სი ბათუმშია.

მან საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, სააკაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეების აქტიურობა იქნება გადამწყვეტი:

„ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, სამში კი გავავსოთ რუსთაველი და დავანახოთ ყველას, რომ მზად ვართ ცვლილებებისთვის, მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა გახარიას და „ქართულ ოცნებას“ თუ „ნაციონალურ მოძრაობს“ არ მისცემთ ხმას, არსებობს შედარებით პატარა, პატიოსანი პარტიები.

მომავალ შეხვედრამდე თბილისში,“ – აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსნებთ, რომ მიხელ სააკაშვილმა დღეს დილით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოშია, მანვე ვიდეო მიმართვიდან განაცხადა , რომ ბათუმში იმყოფება.

მსგავსი თემები