“მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია სააკაშვილს ქვეყანაში უფრო ადრე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. 

“მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს. ის აქ უნდა იყოს დილის 12 საათიდან, ან საერთოდ წინა დღიდან, იქიდან გამომდინარე რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილით ადამიანების დაშინება.

ჩამოვიდეს ეს ადამიანი აქეთ. ასე შორიდან ჩამოვალ და მერე არ ჩამოსვლას ძალიან დიდი იმედგაცრუება მოჰყვება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები