“ევროპარლამენტარებმა იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს მიხეილ სააკაშვილს კონსტრუქციულობასა და წესრიგზე” – მიხეილ სარჯველაძე

  •  

ევროპარლამენტარებმა იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს მიხეილ სააკაშვილს კონსტრუქციულობასა და წესრიგზე, შესაბამისად, მათთვის საქართველოში ავის შემოქმედის ჩამოსვლა არის ავის მომასწავლებელი და მიიჩნევენ, რომ მისმა ქვეყანაში ჩამოსვლამ შეიძლება, ისეთი პროცესები გააღვივოს, რაც მშვიდობისა და წესრიგისკენ არ იქნება მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა.

„მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, იქნება დესტრუქციული აქტივობა და სხვაგავრად მათაც ვერ წარმოუდგენიათ, რომლის მიზანიც იქნება უსამართლოდ ხელისუფლების მოპოვება იმ ფონზე, როცა ოპოზიციას მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს.

ევროპარლამენტარების დამოკიდებულება არის ხისტი და ეს მოვისმინეთ. მგონია, რომ გაფრთხილებისა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის ქვეყანაში არ ჩამოვა.

ევროპაში ბევრმა იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომელიც სამართლებრივ წესრიგს და ადამიანის უფლებებს უერთგულებს. ის არის არანორმალურად მსურველი, მოვიდეს ხელისუფლებაში იმის მიუხედავად, მოსახლეობა ენდობა თუ – არა.

მიხეილ სააკაშვილი აცდენილია რეალობას, ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ის არის ქართული სახელმწიფოს დამაფუძნებელი.

ჰგონია, რომ მას ქართული სახელმწიფოს უფრო მაღალი დონის შემოქმედად აღიქვამენ, ვიდრე დავით აღმაშენებელს, ვახტანგ გორგასალს და ა.შ. შეიძლება, ვარაუდობს, აქედან მისული ინფორმაცია არასწორია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ენდობა. ამ მცდარ მოცემულობას აკვირდება და თუ წინაპირობა ექნება, რაღაცნაირად ხელისუფლებაში მოვიდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს. თუმცა, ობიექტურად ამის წინაპირობა არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები