“ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი” – ირაკლი ღარიბაშვილი

  •  

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ღირსეული ხელმძღვანელია.

ამასთან, პრემიერმა, ყველას მოუწოდა, როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან სახელწიფო ინსტიტუტს, როგორიცაა უსაფრთხოების სამსახური და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქვეყანას და მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს, მათ ყველამ პატივი უნდა სცეს და მადლობა გადაუხადოს.

“ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. მე მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების  თითოეულ თანამშრომელს მადლობა ვუთხრა მათი პატრიოტიზმისთვის და სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნისადმი.

როცა საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ისტიტუტს როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ის თანამშრომლები, რომლებიც მთელი 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, პატივი უნდა ვცეთ და მადლობა უნდა გადავუხადოთ.

მსგავსი თემები