“დიპლომატების ფარულ მოსმენებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე გავლენა ექნება” – გრეგორევა

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგორევას შეფასებით, სუს-ის მიერ დიპლომატების ფარული მოსმენების ფაქტს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე გავლენა ექნება. მისი თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა ნდობა დაარღვია, რაც ურთიერთობისა და პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია:

“რაც შეეხება დიპლომატების ფარულ მოსმენებს, ამას რა თქმა უნდა, გავლენა ექნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, რადგან ეს ნდობას ეხება და ამით ნდობა დაირღვა. იმედია, მოკვლევა ჩატარდება”, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

მსგავსი თემები