“სიმშვიდემდე შორს ვართ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკის შემცირებული მონაცემების მიუხედავად, ქვეყანა სიმშვიდემდე ჯერ შორს არის.

NCDC-ის ხემძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას პირბადის ტარების მაჩვენებელზე ამახვილებს, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა.

“სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი დაცული უნდა იქნეს.

განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე – კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის – 50% და ახლა გვაქვს 43%. ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 250 ადამიანის სიცოცხლეს.

ისევე როგორც ხშირად ვაქცინაზე ვამბობთ, თუ ავიცრებით და დღიურ აცრას ავიყვანთ 20 000-25 000-ზე, მაშინ ცივ პერიოდს, ნოემბერს შევხვდებით უკვე შედარებით უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით და თუ იქნა მე-5 ტალღა, რომელიც პროგნოზირდება მთელ მსოფლიოში, მაშინ უფრო მსუბუქად გადავიტანთ ამ ყველაფერს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები