1000 ლარიანი პრემია კომპრომატების მიწოდებისთვის

„რუსთავი-2“, ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც მას არჩევნების გაყალბების ფაქტებს მიაწოდებს, 1000 ლარიან ჯილდოს სთავაზობს. ფულს ის ადამიანები მიიღებენ, ვინც არჩევნებთან დაკავშირებულ უკანონობას დაადასტურებენ.

„ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დადასტურებულს რამენაირი ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით, ნებისმიერ ფორმით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს „რუსთავი 2″-სგან“,- აცხადებს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები