“100 ათასამდე ამერიკელი გარდაიცვალა, პრეზიდენტი კი ამ დროს გოლფს თამაშობს” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.

„100 000-მდე ამერიკელი გარდაიცვალა, ათობით მილიონმა კი სამსახური დაკარგა. ამ დროს პრეზიდენტი გოლფს თამაშობს“, – წერს ბაიდენი Twitter-ზე.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა გოლფი ვირჯინიის ქალაქ სტერლინგში ითამაშა. ტელეარხის ცნობით, გოლფის თამაშისას ტრამპსა და მის პარტნიორებს პირბადეები არ ეკეთათ.

მსგავსი თემები