“10 სპეცოპერაციის შედეგად,166 დამნაშავე დავაკავეთ”-შს მინისტრი 

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით,  10 საერთაშორისო სპეცოპერაციიდან 166 დამნაშავეა დაკავებული, რომელთა შორის ათი ქართველი კანონიერი ქურდია. 

როგორც გიორგი გახარიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, გაიზარდა პოლიციის ატაშეების რიცხვი, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობენ. 

„საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში მინდა მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს პოლიციის ატაშეების ქსელს. წელს, ჩვენ დაგვემატა რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ათი საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის ქართული წარმომავლობის ათი კანონიერი ქურდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები