10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ის ჩამონათვალი გააცნო მოსახლეობას, რაც გათვალისწინებულია სოციალური მიზნობრიობის დახმარებისთვის.

1. უმუშევრად დარჩენილი ან უხელფასო შვებულებაში მყოფ თითოეულ მოქალაქეს: თვეში 200 ლარი.

2. სამუშაო ადგილი, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, 750-ლარდე ხელფასის თვალსაზრისით მიიღებს საშემოსავლოზე სრულ სუბსიდირებას.

3. 1 500 ლარი ხელფასის დროს, 750 ლარის ოდენობაზე დასუბსიდირდება საშემოსავლოზე. კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

4. მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად.

5. სოციალურად დაუცველები 65 ათასი-100 ათას ქულა (70 ათასი-190 ათასი ოჯახი) 600ლარი – 6 თვე.

6. 0-100 ათასამდე, 3-ზე მეტ შვილიანი 600ლარი (21 ათასი ოჯახი)

7. შშმ პირები – 6თვე – 600 ლარი (40 ათასი მოქალაქე)

8. პენსიონერები: ყველა გაიზრდება, არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლის.

9. 70 წელს ზემოთ, ეკონომიკური ზრდის 80%-ით ისარგებლებენ.

10. 2021 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პენსიონრებს, პენსია გაეზრდებათ არანაკლებ 20 ლარისა, 70 წელს ზევით პენსიონერებს კი არანაკლებ 25 ლარისა.

მსგავსი თემები