10-დან 16-წლამდე ასაკის ბავშვების უბილეთოდ მგზავრობაზე კონტროლი გამკაცრდება

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე კონტროლი გამკაცრება, განსაკუთრებით მკაცრად გაკონტროლდება 10-დან 16-წლამდე ასაკის ბავშვების უბილეთოდ მგზავრობა.  ბავშვების უბილეთოდ წაყვანის შემთხვევაში, მოქალაქეები 5 ლარით, ხოლო საჯარიმო ქვითრის მიღებიდან 30 დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში, 50 ლარით დაჯარიმდებიან.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობის საფუძველზე ექნება წვდომა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან და სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს მოიპოვებს, რათა, სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელება – ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება, ასევე, მინიმუმამდე შემცირდეს არასათანადო პირის დაჯარიმების შესაძლებლობა და არასრულად შევსებული მონაცემების გამო საჯარიმო ქვითრების გაუქმების ალბათობა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის ავტორები არიან, დეპუტატები ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა და კობა ლურსმანაშვილი.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან რომ საჯარიმო ქვითრის შედგენა ხდებოდა ხელით, დიდი იყო ალბათობა რომ არასწორი ინფორმაცია მიეთითებინა ოქმის შემდგენელს, რა შემთხვევაშიც საჯარიმო ქვითარი უქმდებოდა. კერძოდ, 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით, აღსრულების მიზნით გაგზავნილი 23 175 საჯარიმო ქვითრიდან, არასწორად შევსებული მონაცემების გამო, ხარვეზით დაბრუნდა 11 189, რის შედეგადაც საჯარიმო ქვითარი გაუქმდა და სამართალდამღვევი პირი ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლდა.

კანონპროექტის ავტორთან აზრით, დღეის მდგომარეობის, სამართალდამრღვევი პირის დადგენა პრაქტიკაში ვერ ხორციელდება, მოწმეთა არარსებობის ან მათ მიერ ინფორმაციის არასრულად მიწოდების, ასევე, პოლიციაში მიყვანასთან დაკავშირებული სირთულეების გამო. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ დამჯარიმებელს  სამართალდამრღვევი პირის პოლიციაში იძულებით მიყვანის, ან საპატრულო პოლიციის მისვლამდე დაყოვნების ბერკეტი არ გააჩნია.

მსგავსი თემები