10 მთავარი კითხვა და აუცილებელი რეკომენდაცია „კორონავირუსის“ ასაცილელად – ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

„ახალი კორონავირუსი“ ვირუსი 84 %-ით განკურნებადია. ის არ არის „მკვლელი ვირუსი“, თუ პაციენტს ქრონიკული დაავადედები არ აწუხებს და კლინიკას ოპერატულად მიმართავს. ასევე, „კორონავირუსი“ 11 წლამდე მოზარდებისთვის საშიში არ არის და ძირითადი რისკ ჯგუფები 40 წელს გადაცილებული ადამიანები არიან.

რა არის „კორონავირუსი“;  ოგორ ვრცელდება ის; რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს ვირუსს; არსებობს თუ არა ვაქცინა; როგორ დავიცვათ საკუტარი თავი – ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხებსაც „მედიაცენტრი მთავარის“ რუბრიკაში – „ჯანმრთელობა“ გაიგებთ.

რა არის „კორონავირუსი“?

   „კორონავირუსები“ წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV („მერსი“) და SARS-CoV („სარსა“).

რა არის „ახალი კორონავირუსი?“

    „ახალი კორონავირუსი“ არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომელის იდენტიფიცირებაც აქამდე ადამიანში არ მომხდარა.

შესაძლებელია თუ არა ცხოველური წყაროდან ადამიანის დაინფიცირება ახალი კორონავირუსით?

     დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV- ის გადაცემა ადამიანზე მოხდა კატისებრებიდან ხოლო MERS-CoV-ის შინაური აქლემისგან. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადის. დიახ, ზოგიერთი კორონავირუსი შესაძლოა გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ, მაგალითად საყოფაცხოვრებო, სამუშაო ან სამედიცინო დაწესებულებებში.

რა არის კორონავირუსის ძირითადი  სიმპტომები?

    კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება.  თუმცა, დამოკიდებულია კორონავირუსის ტიპზე. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

არსებობს თუ არა ვაქცინა ახალი კორონავირუსისათვის ?

    როდესაც დაავადება არის ახალი, არ არსებობს მისი ვაქცინა. ვაქცინის შექმნას შესაძლოა დასჭირდეს რამოდენიმე წელი.

არსებობს თუ არა ახალი კორონავირუსის მკურნალობა?

    არ არსებობს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სპეციფიური მკურნალობა, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობა ხორციელდება სიმპტომურად, რომელიც არის საკმაოდ ეფექტური და ეს, მსოფლიო მასშტაბით, გამოჯანმრთელებული პაციენტების მაგალითზე დადასტურებულია. მაგალითად, საფრანგეთში ყველა პაციენტი განიკურნა.   

როგორ დავიცვათ თავი?

    სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:    რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდებას;   ხელების ხშირი დაბანას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;  თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;   რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი.

არსებობს თუ არა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი?

    დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო პერსონალს უფრო ხშირი კონტაქტი აქვს დაინფიცირებულ ადამიანთან ვიდრე ზოგად პოპულაციას.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სამედიცინო პერსონალმა თანმიმდევრულად უნდა დაიცვას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები, რათა თავი აარიდონ ვირუსით ინფიცირებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი რეკომენდაცია ქვეყნებისათვის?

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას, მძიმე მწვავე რესპირატორულ ინფექციებზე ზედამხედველობის გაძლიერებას (SARI), რათა ყურადღებით მოხდეს  SARI- ის და პნევმონიის უჩვეულო შემთხვევების მიდევნება. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმირება. საჭიროა ქვეყნებმა გააძლიერონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების გამოყენებით. 

და ბოლოს, „ახალი კორონავირუსი“  84 %-ით განკურნებადია. ის 11 წლამდე მოზარდებისთვის საშიში არ არის;  რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან 40 წელს გადაშორებული მოქალაქეები და პაციენტები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები