10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება. 

„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

მსგავსი თემები