“1 200-ლარიანი დახმარებით პრაქტიკულად იმავე თანხას ვიძლევით, რასაც აშშ-ში გასცემენ” – ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ თვეში 200 ლარი არ არის ბევრი, თუმცა კომპენსაციას არც ერთ ქვეყანაში არ აქვს მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა.

„ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 1 200 დოლარი დაურიგოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლიც შემოსავლის გარკვეულ ზღვარს აკმაყოფილებს. ამ თანხას დაახლოებით ასი ათასი ადამიანი მიიღებს ერთჯერადად. მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ და ფასების კუთხით გავაკეთოთ პარიტეტი, პრაქტიკულად, იგივეს ვიძლევით, რასაც აშშ.

დავანებოთ პარიტეტს თავი, ისინი სამჯერ მეტს იძლევიან და მათ სამჯერ მეტი აქვთ ჩვენზე ეკონომიკა, თუ იოლად არ შეუძლიათ თანხების მოპოვება? გაცილებით, ხომ! მინუმუმ, 50-ჯერ დიდია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, ამ კუთხით, ჩვენ საკმაოდ სოლიდური პაკეტი გაქვს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი თემები