1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7020 ლარია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7020 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6986 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0808 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0176 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მსგავსი თემები