„1 არქიმანდრიტი და 2 ეპისკოპოსი მძიმე ცოდვების გამო განიკვეთა“ – სასულიერო პირების სკანდალი გრძელდება  

სასულიერო პირები, წლების წინ, ეკლესიაში არსებულ უმძიმეს ვითარებას იხსენებენ და ამბობენ, რომ ამ მძიმე ცოდვებისთვის სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთეს. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მათი შეფასებით, დღეს მსგავსი არაფერი ხდება. მამა ელიზბარ ოდიშვილი იხსენებს, რომ დღეს გაჟღერებულ მძიმე ცოდვებს წლების წინ ჰქონდა ეკლესიაში ადგილი.

“მახსოვს, როცა რამდენიმე ეპისკოპოსი განიკვეთა. ერთი არქიმანდრიტი იყო, ორი ეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელი იყო ერთი, მეორე იყო ჭყონდიდელი. მათი განიკვეთა მოხდა იმ მძიმე ცოდვების გამო, რაზეც ახლა არის საუბარი, „მამათმავლობის“ მიზეზით, მაგრამ მათი განკვეთის შემდეგ, მათ მოუწოდეს,  მონასტერში წასულიყვნენ. ეკლესიაში მაშინ დიდი ბრძოლა იყო, რომელიც დღესაც გრძელდება. მაშინ უშიშროება იბრძოდა. დღევანდელ ბრალდებებს რაც შეეხება, მე არ შემიძლია ვთქვა ტყუილია თუ მართალი, მე ხომ იქ არ ვყოფილვარ და სანთელი არ მეჭირა. ჩემი აზრით, ამ საქმეში პოლიტიკაა გარეული და რომელიღაც მხარეს ეკლესიის დამორჩილება უნდა,“- განაცხადა სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან.   

მსგავსი თემები