“თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს, რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა” – BBC

“ბიბისის” ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს, ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი, რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა.

ამასთან, „სიბიეს“-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა. მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ თვითმფრინავის კატასტროფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსული საზენტიო-სარაკეტო კომპექსის, „ტორის“ რაკეტა დაასახელა.

„სიბიესი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ სატელიტმა ორი რაკეტის გაშვების ინფრაწითელი შუქი დააფიქსირა, რის შემდეგაც რადარზე კიდევ ერთი აფეთქების გამოსახულება გამოჩნდა.

მსგავსი თემები