“ექსპერტიზის ბიურიდან დამირეკეს, დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო” – მაკო გომური

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ მაკო გომურს, ექსპერტიზის ბიურიდან დაურეკეს და გადაამოწმეს, მართლა დაკარგა თუ არა ჯანსაღი თვალი.

„მოკლედ, 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, – წერს მაკო გომური სოციალური ქსელში.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ მაკო გომური, 16 პირი და 8 ჟურნალისტი, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაზარალდნენ დაშავდნენ, დაზარალებულად არ ცნო.

მსგავსი თემები