„ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის მსხვერპლი“ – თამარ ივერი

საოპერო მომღერალი თამარ ივერი ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს. თამარ ივერი აღნიშნავს, რომ ადამიანი მის არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს. მომღერალი მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალსაც იხსენებს.

„2014 წელს, ჩემს წინააღმდეგ აგორებული ყბადაღებული სკანდალის წინააღმდეგ შევქმენი „დაცული საზოგადოება“ – საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლთა დაცვას, სადაც ზუსტად იმ ქალბატონებს ვუცხადებდით სოლიდარობას, რომლებზეც მეუღლეები ძალადობდნენ. სულ ვსაუბრობთ მამაკაცების მხრიდან ქალებზე თავდასხმაზე, ის მამაკაცი არის მდაბიო, ვინც ქალზე ხელს იღებს, მაგრამ, არსებობს მეორე ფაქტორი – ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა, რაც ხელის შეხებაზე მეტია, გამოთქმაცაა ლიტერატურიდან „შენი დარტყმული გამივლის ნათქვამი არაო“. რასაც ვისმენ ეს დღეები, რა აზრებიც მუსირებს ბასილაშვილთან დაკავშირებით ვხდავ, რომ ეს ადამიანი არის ფსიქოლოგიური ზეწოლის, შანტაჟის მსხვერპლი და მინდა ვთქვა, რომ ის ფაქტები რაც იყო მოყვანილი, ასტრონომიული თანხა, რასაც ის იხდიდა, ვთვლი, რომ ამ ადამიანმა თავისი ჰუმანურობით შეიყვანა თავი ჩიხში, მე პირადად არ ვიცნობ არც ნიკოლოზს, არც მის ყოფილ მეუღლეს,“ – განაცხადა თამარ ივერმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები