ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით, თითქმის 4 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 11 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9089 ლარი ეღირება, ევრო –3.2210 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8319 ლარი.

10 დეკემბრის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9446 ლარი ღირდა, ევრო –3.2606 ლარი, ფუნტი – 3.8789 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 დეკემბერს შევა ძალაში.

მსგავსი თემები