“გამოუცდელი ვაქცინით ადამიანის აცრას არავინ დაიწყებს” – ინფექციონისტი

“ეფექტური ვაქცინის შექმნას დიდი დრო იმიტომ სჭირდება, რომ ყველა ასპექტი გათვალისწინებული იყოს. ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო, სხვა გვერდით მოვლენას არ უნდა იწვევდეს, ამიტომაა, რომ მის შექმნას დიდი დრო სჭირდება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

„როდესაც ვაქცინა შეიქმნება და მსოფლიო მის ეფექტურობას აღიარებს, ჩვენ უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ მას არ ექნება გვერდითი ეფექტები და გაკეთების შემდეგ, ის ადამიანს კორონავირუსისგან მინიმუმ 10 წელი დაიცავს. გამოუცდელი ვაქცინით ადამიანის აცრას არავინ დაიწყებს, ამიტომ როდესაც ვაქცინაცია დაიწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვაქცინას ყველანაირი კვლევა გავლილი აქვს“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მსგავსი თემები